weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პუტინს წარმოდგენა არ აქვს, რა ელოდება – ბაიდენი 

10:30 ოთხშაბათი, 02 მარტი 2022

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრის გამო აშშ დამატებით ზომებს მიიღებს.

„მივმართავ რუს ოლიგარქებს და კორუმპირებულ ლიდერებს, რომლებმაც მილიარდობით დოლარი იშოვეს ამ ძალადობრივი რეჟიმის დამსახურებით: ჩვენ ვუერთდებით ევროპელ მოკავშირეებს, რათა ვიპოვოთ და ჩამოგართვათ იახტები, ძვირადღირებული ბინები და კერძო თვითმფრინავები. არაკეთილსინდისიერი შემოსავლების გამო, ჩვენ მოვდივართ თქვენთან“, – განაცხადა ბაიდენმა, რომელმაც იუსტიციის დეპარტამენტს რუს ოლიგარქებთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარება დაავალა.

ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ, თავისი მოკავშირეების მსგავსად, საჰაერო სივრცეს დაუკეტავს რუსულ თვითმფრინავებს, რითიც განაგრძობს რუსეთის იზოლირებას და ზეწოლას მის ეკონომიკაზე. ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსული რუბლი უკვე 30%-ით გაუფასურდა. 

„მას წარმოდგენა არ აქვს, რა ელოდება. პუტინმა გააჩაღა ძალადობა და ქაოსი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მან შეიძლება მოიპოვოს ბრძოლის ველზე წარმატება, გრძელვადიან პერსპექტივაში მაღალ ფასს გადაიხდის“, – ციტირებს CNN აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]